ფერნანდო ხოსე ტორეს სანსი (Fernando José Torres Sanz; დ. 20 მარტი, 1984, მადრიდი, ესპანეთი), მეტსახელად "ელ ნინიო" (El Niño - ბიჭუნა), ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ჩელსიში თამაშობს.
ტორესმა თავისი კარიერა დაიწყო ატლეტიკოში, მან 174 ესპანეთის პრიმერას თამასში 75 გოლის გატანა შეძლო. 2007 წლიდან იგი ინგლისური გრანდის, ლივერპულის წევრია. მან ლივერპულში რობი ფოლვერის რეკორდიც კი გააუმჯობესა(1995–96)და ერთ სეზონში 20 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ასევე რეკორდი დაამყარა როდესაც მე 50 გოლი გაიტანა 2009 წლის დეკემბერში ,ასტონ ვილიას კარში.
ფერნანდო ფუენდალაბარდაში (მადრიდის გარეუბანში) დაიბადა. მას ფეხბურთი ბავშობიდანვე უყვარდა და უკვე 5 წლის ასაკში თამაშობდა Parque 84 ში მეკარედ.მაგრამ შემფეგ მიხვდა რომ მისი ადგილი მინდორზე თავმდამსხმელის პოზიცია იყო.ტორესმა 11 წლის ასაკში Rayo 13 ის მაისურით 55 გოლი გაიტანა სეზონში.მისი ოჯახი არაფრით გამოირჩეოდა.მამა ხოსე მუშაობდა ამიტომაც ფეხბურთის ვარჯიშებზე ყოველთვის დედა ფლორი დაჰყვებოდა.მის პაპას კი სახელი ჰქონდა განთქმული ატლეტიკო მადრიდის დიდი გულშემატკივრობით.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D_%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98
მიღწევები
1.ფერნანდო ტორესი ქალაქ ლივერპულის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს,მას ეს პრიზი ზედიზედ ორჯერ ერგო. ადამიანი,რომელსაც იგივე აქვს გამეორებული მხოლოდ კენი დალგლიშია 1979-1980 წლებში.
2.ფერნანდო ტორესი მოხვდა პრემიერ ლიგის საუკეთესი 11 -ში,მისი გოლი სანდერლენდის წინააღმდეგ კი დასახელდა ლივერპულის სეზონის გოლად.
3EL NINO მ კიდევ ერთი ტიტული დაიმატა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად შესძლო მსოფლიო ჩემპიონატის მოგება და ოქროს მედლის ტარება. ასევე დაჯილდოვდა ესპანეთის პრინცის მიერ,რომელიც მთლიან ეროვნულ ნაკრებს გადაეცა. მიუხედავად იმისა რომ მან გოლის გატანა ვერ მოახერხა, ალბათ მაინც წვლილი შეიტანა თავისი ქვეყნის ტრიუმფში.
3.ტორესის მაისური იყო ყველაზე გაყიდვადი ინგლისში. ამას დაემატა ისიც რომ მისი წიგნი ‘El Niño, My Story’ გახდა ძალზე გაყიდვადი არამარტო ინგლისში,არამედ აზიაში და იაპონურადაც კი ითარგმნა.
5.ფერნარდო ტორესის მიერ ჩელსის კარში გატანილმა ორმა გოლმა მას მოუტნა PFA -ს ნოემბრის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, იგი ასევე იბრძვის მსოფლიო საუკეთესო 11 -ში მოსახვედრად უკვე მესამე წელია,შარშან კი წარმატების მიღწევაც შესძლო,თავის თანაგუნდელ სტივენ ჯერარდთან ერთად.
http://liverpoolfc.ge/?p=27635
უკანასკნელი დიდი წარმატება
ფერნანდო ტორესმა, რომელიც “ჩელსიმ” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ინგლისისთვის სარეკორდო თანხად შეიძინა, როგორც იქნა ‘არისტოკრატების” მაისურით პირველი გოლი გაიტანა. ეს რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ “ჩელსისა” და “ვესტ ჰემის” შეხვედრაში მოხდა, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
კარლო ანჩელოტიმ ტორესი მეორე ტაიმში შეცვლაზე შეუშვა, როცა ანგარიში 1:0 იყო და უფრო მეტს “ჩაქუჩები” უტევდნენ. სტუმართა რამდენიმე ფეხბურთელმა გოლის გატანის ურეალურესი შანსი გაუშვა ხელიდან და საბოლოოდ “ვესტ ჰემი” დაისაჯა კიდეც. სიხარული, რომელიც ტორესის გოლს მოჰყვა მხოლოდ ანგარიშში სხვაობის გაზრდით კი არა, სწორედ ესპანელი ფორვარდის მიერ როგორც იქნა მეტოქის კარის გასაღების პოვნით გახლდათ გამოწვეული და 734 “მშრალი” წუთის შემდეგ “ელ ნინიოს” გოლი მთელმა “სტემფორდ ბრიჯმა” დიდი ზარ–ზეიმით აღნიშნა.
http://fanebi.com/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/
No comments:
Post a Comment