Friday, April 29, 2011

ლიონელ მესი



 მოკლე ბიოგრაფია
 ლიონელ ანდრეს (ლეო) მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს არგენტინის ქალაქ როსაიროში. მამამისი ჯორჯ მესი მუშაობდა ერთ ჩვეულებრივ ქარხანაში ხან მუშად, ხანაც დამლაგებლად. დედა სელია ძირითადად შვილების მოვლით იყო დაკავებული, ვინაიდან ლეოს კიდევ ორი ძმა და ერთ და ყავდა. როდრიგო, მატიასი და მარია სოლი. მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო 5 წლის ასაკში საბავშვო გუნდ “Grandoli” -ში. 1995 წელს იგი ჩაირიცხა “ნიუ ელსის” თანატოლელთა ჯგუფში. 11 წლის ასაკში მას ძალიან მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. იგი შეიძლებოდა 1.40 მეტრზე მეტი აღარ გაზრდილიყო. “რივერ პლეიდის” ხელმძღვანელობა დიდ ინტერესს იჩენდა მესის მიმართ, თუმცა დახმარების ხელი (ფული) არ გაუწოდებია. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” სპორტული დირექტორი კარლოს რექსაჩი, რომელმაც არგენტინელის ტალანტი დროულად შენიშნა. მან და კლუბის ხელმძღვენლობამ გადაწყვიტეს გადაეხადათ მესის მკურნალობის საფასური, ხოლო ლეო კი ოჯახთან ერთად ევროპაში, კერძოდ კი ბარსელონაში უნდა გადასულიყო საცხოვრებლად.

http://fcbarcelona.ucoz.com/news/leonel_andres_mesi_biograpia/2009-10-04-9
გუნდური მიღწევები

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონი – 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10

ესპანეთის თასი – 2008/09

ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11

ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09

ევროპის სუპერთასი – 2009/10

მსოფლიოს ჩემპიონატი – 2009/10



არნგეტინის ნაკრები

ოლიმპიური ჩემპიონი – 2008

20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი – 2005



ინდივიდუალური მიღწევები

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 2009/10

ოქროს ბუცის მგლობელი - 2009/10

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით – 2009

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი France Football-ის ვერსიით – 2009

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით - 2009

მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომარდირი – 2005

მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2009

Onze d’Or – 2009

ევროპსი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007

კოპა ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007

არგენტინის წლის ფეხბურთელი – 2005, 2007

FIFPro-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008-09

FIFPro–ს ვერსით წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2005/06, 2006/07, 2007/08

World Soccer–ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთლი – 2005/06, 2006/07, 2007/08

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესი ფეხბურთელი – 2008/09

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესი თავდამსხმელი – 2008/09

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი – 2006/07, 2008/09

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლათინო–ამერიკელი ფეხბურთელი – 2006/07, 2008/09

უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 2008/09

უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი – 2008/09

უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008/09

ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო – 2008/09.

http://geobarca.webnode.com/products/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%20%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98/


უკანასკნელი დიდი წაქრმატება
ბევრისთვის მოულოდნელად, მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად, კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი აღიარეს, რომელმაც თანაკლუბელებს, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველებს, ხავისა და ანდრეს ინიესტას აჯობა.
გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების გამო, ფიფას "ოქროს ბურთის" მოპოვების უმთავრეს კანდიდატებად სწორედ ხავი და ინიესტა მიიჩნეოდნენ, მაგრამ გუნდთან ერთად მოპოვებულმა უპრესტიჟულესმა ჯილდომ, ბრწყინვალე ინდივიდუალური შედეგები ვერ დაჩრდილა. 2010 წელს, მესიმ "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოიგო. კალენდრული წლის განმავლობაში, მან  64 მატჩი ჩაატარა,  58 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ლიონელ მესიმ, ხმების საერთო რაოდენობის 22.65% მიიღო.

http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=14920&lang=1&comments=show

No comments:

Post a Comment