
მოკლე ბიოგრაფია
დავიდ ვილია სანჩესი, იგივე El Guaje(გოგრა, კვახი), ასტურიის ავტონომიურ კომუნაში, ქალაქ ლანგრეოში დაიბადა 1981 წლის 3 დეკემბერს.
დავიდი ბავშვობიდან იყო დაკავებული სპორტის ამ სახეობით, მამამისი კი, რომელიც მეშახტე იყო, უწონებდა შვილს არჩევანს და ცდილობდა მასთან ერთად ევარჯიშა. ვილას საფეხბურთო კარიერა შეიძლებოდა ადრეულ ბავშვობაშივე შემწყდარიყო, ვინაიდან მან 4 წლის ასაკში უმძიმესი ტრავმა მიიღო- თეძოს ძვალი მოიტეხა. ნახევარი წლის განმავლობაში ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული. ვილია საკმაოდ ტანმორჩილი და გამხდარი ბავშვი იყო, რის გამოც მას ბავშვობაში ვიტამინების მიღება უხდებოდა, რათა ორგანიზმი გაეკაჟებინა. მაგრამ მაგრამ საუკეტესო მახასიათებლები-სისწრაფე და ენერგიულობა არ დაუკარგავს და დღემდე გამოჰყვა.
ბავშვობაში ასტურიელს ჰქონდა სურვილი, რომ საფეხბურთო კლუბ "რეალ ოვედიოს" საფეხბურთო სკოლაში შესულიყო, მაგრამ მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ამრიგად იგი "ლანგრეოს" საფეხბურთო სკოლაში მოხვდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი აქ დიდხანს არ დაჰყოფდა. მართლაც, 1999 წელს იგი ასტურიული ფეხბურთის გრანდმა- ხიხონის "სპორტინგმა" შეამჩნია, რომელსაც არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გაუზრდია: კინი, ანგულო, ლუის ენრიკე და ა.შ. იგი ჯერ დუბლებში ვარჯიშობდა, რომელიც მესამე დივიზიონში გამოდიოდა, ხოლო პირველ გუნდში 200-01 წ.წ. სეზონში დააწინაურეს. ამ დროისათვის "სპორტინგი" სეგუნდა დივიზიონში ირჯებოდა და ვილია მისი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. დავიდმა საკუთარ ანგარიშზე სადებიუტო სეზონში 18 გოლი მიითვალა. მეორე წელი უფრო წარმატებული გამოდგა პირადი თვალთაზრისით-გაიტანა 20 გოლი და მიიღო ესპანეთის ახალგაზრდული გუნდისგან მოწვევა. 2003 წელს კი პრიმერა დივიზიონში დაწინაურდა, გადავიდა რა "სარაგოსაში".
მიღწევები
კარიერაში გატანილი გოლები, სანაკრებო დონეზე: 36. (0,65 გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში.).
კლუბები: "ლანგრეო"(1991-99წ.წ. ახალგაზრდული გუნდი), "ხიხონი"(1999-01წ.წ. ახალგაზრდული გუნდი. 2001-03წ.წ. ძირითადი გუნდი), "სარაგოსა"(2003-05წ.წ.), "ვალენსია"2005-10წ.წ.), "ბარსელონა"(2010-...წ.წ.).
გუნდური ჩათვლის ჯილდოები:
ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული - 2010-11 (ბარსელონა)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2010
ევრო 2008-ის გამარჯვებული.
ესპანეთის თასის 2 გზის მფლობელი: 2004 წ.(სარაგოსა), 2008 წ.(ვალენსია).
ესპანეთის სუპერთასის მფლობელი: 2004წ.(სარაგოსა).
კონფედერაციის თასის ბრინჯაოს პრიზიორი: 2009წ.
ესპანეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 2009-10წ.წ.
ინდივიდუალური ჯილდოები:
ევრო 2008 წლის საუკეთესო ბომბარდირი: 4გოლი.
FIFA-ს 2008 წლის ევროპის სიმბოლური ნაკრების წევრი.
http://geobarca.webnode.com/products/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98/